19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
საელჩომ და საკონსულომ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ ევალებოდათ - საგარეო უწყება მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის ბრალდებებს პასუხობენ. მირთაგ ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავების უკან საქართველოს ხელისუფლება იდგეს. ასადოვი ამბობს, რომ ბაქოში დაკავების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი საქმით არ დაინტერესებულა. 

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით კი, მირთაგ ასადოვის დაკავების შემდეგ საგარეო უწყება სრულად ჩაერთო პროცესში. მისი  მტკიცებით , კონსულმა მოინახულა როგორც დაკავებული ასადოვი, ასევე  მისი ოჯახის წევრები.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი უწყებისთვის გახდა ცნობილი,, ანუ  ადგილზე საელჩოსთვის ცნობილი გახდა მისი დაკავების ფაქტი, რეაგირება იყო მყისიერი, კონსულმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, იგი იმყოფებოდა კონტაქტზე , როგორც მის ოჯახის წევრებთან, ასევე მასთანაც დაესწრო სასამართლო პროცესს.  იცით, რომ ბატონი ასადოვი გათავისუფლებულია,  ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საელჩომ და საკონსულო სამსახურმა გააკეთეს ყველაფერი მყისიერად, რისი გაკეთებაც მათ ევალებოდათ“-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი .

მუსლიმი თემის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 7 ნოემბერს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. ასადოვი მომხდარის გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები