03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს

ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭედია, რომელსაც გიგი უგულავასთან ერთად ერთ-ერთ საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი, სასამართლომ გაამართლა.

ჭედია ახლა თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მას უფლებამოსილება დროებით ჰქონდა შეჩერებული. როგორც დავით ჭედიამ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ მას არ აღადგენენ, სასამართლოს მიმართავს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ქონების მართვის სამსახურის მოქმედმა ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ის მეწარმეობის განვითარების სააგენტოში გააგრძელებს მუშაობას.

სააგენტოს ახლად დანიშნული ხელმძღვანელის ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, გაგოშიძის კანდიდატურას მისი მოადგილის ან რომელიმე სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილავენ და ამ საკითხზე საუბარი 3 თვის წინ დაიწყო.

დღის ამბები