ნატოს შტაბბინაში ალიანსის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე ისაუბრებენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისათვის მთავარ გამოწვევად იქცა.
სწორედ ამიტომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ჩატარდება. დავით ზალკალიანის განცხადებით მისი სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
„პირველად ისე როგორც სამიტის დროს იქნება ცალკე შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა იქნება კონცეტრირებული რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
რა თქმა უნდა, ვისაუბრებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.