19 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"ივანიშვილს სურს, ახალი პრეზიდენტი იყოს მხოლოდ ნომინალური ფიგურა ყოველგვარი დამოუკიდებლობის ხარისხისა და გარანტიების გარეშე“- აბესაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების 40%-ით შემცირებას, საპარლამენტო უმცირესობა პრევენციის მექანიზმად აფასებს.

ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალ პრეზიდენტს მარგველაშვილის ურჩობის გათვალისწინებით ფინანსური დამოუკიდებლობის რესურსი შეუზღუდა.

„როგორც ჩანს მარგველაშვილის ურჩობის მაგალითზე დაყრდნობით ივანიშვილმა გადაწყვიტა მაქსიმალურად შეზღუდოს ახლად არჩეული პრეზიდენტის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური აქტივობა, რაც პირველ რიგში გამოიხატება სწორედ  ფინანსური დამოუკიდებლობის ჩამორთმევით, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი შეზღუდვით,“-აცხადებს აბესაძე.

მისი თქმით, მაშინ როცა იზრდება საჯარო მოხელეების დაფინანსება, სიპებსა და აიპებში დასაქმებულთა ანაზღაურება , პრეზიდენტის ბიუჯეტის სეკვესტრი მხოლოდ იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს სრულად აქცევს ნომინალურ ფიგურად და ყველანაირი გარანტიების გარეშე ტოვებს.

„ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი რესურსი დაახარჯა ივანიშვილის პრეზიდენტად გახდომას, სურს, რომ ახალი პრეზიდენტი იყოს მხოლოდ ნომინალური ფიგურა ყოველგვარი დამოუკიდებლობის ხარისხისა და გარანტიების გარეშე,“-ამბობს ირაკლი აბესაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები