19 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მკვლელობა ფოკაში - ბრალდებული პოლიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ახალციხის საქალაქო სასამართლოში ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა იწყება.

გალუსტ მკრტიჩიანმა საკუთარი მეგობარი სოფლის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ჩაცხრილა და გაიქცა.

მომხდარს ნინოწმინდაში არეულობა მოჰყვა. შურისძიების მიზნით მოკლულის ნათესავებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და ავტომობილები გადაწვეს. მკვლელობის მიზეზად რამდენიმე თვის წინ კლასელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სახელდება.

თავად ბრალდებული ამბობს, რომ  დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თავად დარეკა პოლიციაში. გალუსტ მკრტიჩიანი შს სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს,რომ ის მკვლელობის ადგილიდან არ მიმალულა.  

„დანაშაულის ჩადენის იარაღსა და ადგილზეც მე მივუთითე სამართალდამცველებს“-ამბობს გალუსტ მკრტიჩიანი.

მკვლელობა ფოკაში 3 დეკემბერს მოხდა. სოფელ ფოკადან დაკავებულის ოჯახის წევრები მას შემდეგ გახიზნეს, რაც მოკლული ახლობლებმა და თანასოფლელებმა გალუსტ მკრტიჩიანის ოჯახის წევრებზე შურისძიება გადაწყვიტეს.

მათ დაწვეს გალუსტ მკრტიჩიანის ოჯახის კუთვნილი ავტომობილი და ცეცხლი მოუკიდეს სახლსაც.

დღის ამბები