19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
მაღალმთიანი რეგიონების განვითარება - მთავრობა სტრატეგიის მთავარ მიმართულებებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარ მიმართულებებზე მუშაობას იწყებს.

დოკუმენტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა, თუმცა მასზე გაიმართება საჯარო კონსულტაციები, რის შემდეგაც სტრატეგიას უკვე მთავრობა დაამტკიცებს.

სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, მაღალმთიან რეგიონებში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებაა.

„დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა 2 კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბი, რომლის მასშტაბის გვირაბი საქართველოში 50-იანი წლების მერე არ აშენებულა. დარიალის ხეობაში, ბოლო წლებში სტიქია განმეორდა რამდენჯერმე. ამ გვირაბის მშენებლობით კი დარიალის ხეობაში გადაადგილება გახდა უსაფრთხო. დამთავრდა გერგეთის სამებამდე მისასვლელი თითქმის 6 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა. გერგეთის სამება ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გამოყენებას. ჩვენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარნენ მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები და დაგვეხმარა ორი სახელმწიფო - შვეიცარია და ავსტრია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები