19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ყველა აგებს პასუხის, მიუხედავად მათი სტატუსისა - გიორგი გახარია

გურჯაანში, გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებიც დაშავდნენ. 15 პოლიციელი ამ დრომდე თელავისა და გურჯაანის საავადმყოფოებში რჩება.

ისინი დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. გიორგი გახარიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დღეიდან დაიწყება და ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად დაისჯება.

საავადმყოფოში მყოფ მინისტრს მცირე შელაპარაკება მოუვიდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთან.

„როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით დღეს იქ, მხოლოდ მაშინ განგვიცხადეს, რომ თურმე შერჩეული ყოფილა სხვა გზა. არაფერი არ ყოფილა შერჩეული,“- მიმართა გიორგი ბოტკოველმა გიორგი გახარიას.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებები მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრისთვის. მან კითხვით მიმართა ბოტკოველს. გახარიამ თქვა, რომ პოლიციამ ოპოზიციის ლიდერებს თელავში ყვარლის გზით ჩასვლა გადატვირთული მოძრაობის გამო სთხოვა და მისთვის გაუგებარია რატომ შეეჯახა ოპოზიცია პოლიციას, როდესაც სამართალდამცველები მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ თითოეულ ფაქტზე იქნება ჩატარებული გამოძიება. იქ სადაც დადასტურდება ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შედეგად, პოლიციის მიმართ მიყენებული ან ფიზიკური ან სიტყვიერი ან სხვა სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა, ისევე როგორც პროტესტანტების მხრიდან იყო გარკვეული დაზიანებები მიღებული, ყველას შემთხვევა იქნება გამოძიებული. ყველა აგებს პასუხის, მიუხედავად მათი სტატუსისა,“-განაცხადა შს მინისტრმა.

მოგვიანებით, გიორგი გახარიამ აქციის დაშავებული მონაწილე, შოთა დალქიშვილიც მოინახულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები