19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
უპრეცედენტო შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დეპუტატია 

უპრეცედენტო შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში - ასე კონსტიტუციონალისტები მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აფასებენ. საქმე ფიცის დადებას ეხება. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაზე ფიცი ისე დადო, რომ მას დეპუტატობის მანდატი არ მოუხსნია, რაც კანონდარღვევაა.

რეგლამენტის მიხედვით, მომავალი პრეზიდენტი ვალდებული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საკანონმდებლო ორგანოსთვის მიემართა და ამის შესაძლებლობა მას მეორე ტურის დასრულების შემდეგაც ჰქონდა.

„დღეს ჩვენ გვყავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს პარლამენტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილე, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. თუკი აქამდე გაივლიდნენ ამ პროცედურებს და ინიციატორი თვითონ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, თუნდაც მეორე ტურის შემდეგომ, მოესწრებოდა, რომ პარლამენტს მისთვის, ფიცის დადებამდე შეეწყვიტა უფლებამოსილება,“-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა.

დღის ამბები