19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
გახარიას მუქარის აღსრულება დაიწყო - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული 

პოლიციამ მინისტრის მუქარის აღსრულება და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - დღეს დილიდან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან.

აპირებდნენ თუ არა ისინი დავით კირკიტაძის დაკავებას უცნობია. ტერიტორია პოლიციელებმა ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვეს.

პირველი განმარტება გააკეთა დავით კირკიტაძემაც, რომელსაც პოლიცია თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. კირკიტაძე ამბობს, რომ პოლიცია თავად არღვევდა კანონს და ძალადობდა ოპოზიციაზე. 

"დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ესენი აბრახუნებდნენ ჩემს კარებზე. ეს იყო სულ ეს ისტორია. ძაან შეშინებული, მხდალი ხელისუფლების პოზიცია, მათ გადაწყვიტეს რომ ასე ეურთიერთონ ხალხს და ოპოზიციას. მათ ვერ გაიგეს ვერც ხალხის ხმა, ვერც ხალხის პროტესტი. თუ ვინმე გუშინ ახორციელებდა ძალადობას, თუ ვინმე გვესხმოდა თავს ეს იყო შს სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ არავის თავს არ დავსხმივართ. ჩვენ მათ პირველივე მითითებაზე,რომ გომბორის გადასასვლელი იყო ჩაკეტილი გავეშურეთ სხვა გზით თელავისკენ, შემდგომ იცით როგორც განვითარდა მოვლენები და პირიქით, თუ ვინმე იყო გუშინ გასული კანონიდან ეს იყო შს სამინისტროა,"-ამბობს კირკიტაძე.

თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი უწყებამ უკვე დაიწყო კახეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიება. დავით კირკიტაძის სახლთან დილიდან იკრიბებიან ოპოზიციის ლიდერები, რომელთა აზრითაც ხელისუფლება უკვე პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა.

დღის ამბები