19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"არ ვაპირებ დავემორჩილო კრიმინალ გახარიას"- კირკიტაძე კითხვებს მხოლოდ სასამართლო წესით დაკითხვისას უპასუხებს

დავით კირკიტაძე, რომლის სახლთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად კახეთში გაემგზავრა.

კირკიტაძე ამბობს, რომ ის გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაშინ უპასუხებს თუ სასამართლო წესით დაკითხავენ, თუმცა მანამდე კირკიტაძე იმ პირების დაკავებას ითხოვს, ვინც გუშინ, ველისციხეში ოპოზიციის აქტივისტებს ავტომობილები დაუზიანა, ერთ-ერთ აქტივისტს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„დღეს კიდევ ერთხელ გამყარდა ჩემი ეჭვი რომ პოლიცია გასულია კანონის ფარგლებიდან და მე არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას ან მის უკანონო ბრძანებებს დავემორჩილო.

თუ სადმე ჩვენება მაქვს მისაცემი მე ამას გავაკეთებ სასამართლოზე, თუმცა გავაკეთებ მას მერე რაც დააკავებენ იმ ზონდერებს და პოლიციელებს, ვინც დააზიანა ჩვენი აქტივისტები, დაუმტვრია მანქანები, მოტეხა ყბა და შეგვიზღუდა პროტესტის გამოხატვის თავისუფლება"-ამბობს დავით კირკიტაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ახლა ოპოზიციის ლიდერები კახეთში სწორედ იმ დაშავებულის მოსანახულებლად მიდიან, ვისაც გუშინ ზონდერები გაუსწორდნენ.

„გუშინ საქართველოს მოქალაქეებს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება.  რაც შეეხება ბატონ დავით კირკიტაძეს, მან გამოხატა პროტესტი იმ უმსგავსობის წინააღმდეგ რომელიც გუშინ ხდებოდა. კადრები ყველას აქვს ნანახი,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

შს სამინისტრომ გიორგი გახარიას მუქარის აღსრულება და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან დღეს დილიდან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სამინისტროს განმარტებით მათი იქ გამოჩენა კახეთში მომხდარი ინდიენტის გამოძიებას უკავშირდებოდა.

თუმცა სამართალდაცმევლებამ ტერიტორია ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები