„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას, პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს.
ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება დაკავებებით ოპოზიციის ლიდერებზე ანგარიშსწორებას ცდილობს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და მაგალითად ხოშტარიას ფარცხალაძის და მარნეულის მერის საქმეები მოჰყავს.
ოთარ ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა, თემურ აბასოვი კი იმ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში არის ბრალდებული.
„დავით კირკიტაძის დაკავების, ოპოზიციის ლიდერის დაკავების საკითხი სცდება პიროვნებებს და კონკრეტულ პარტიებს. ეს არის ოპოზიციის ლიდერის მიმართ ანგარიშსწორება. როდესაც უკანონო კორდონის გარღვევას ცდილობ, ამისთვის ოპოზიციის ლიდერის დაკავება, თან მაშინ, როდესაც გყავს ფარცხალაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, როდესაც გყავს აბაზოვი, რომელიც შარდს უსვამს თავის პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შერჩევითი სამართლის პრეცედენტი არის ბევრად უფრო დიდი პრობლემა,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.