19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
არა მარტო კირკიტაძეს, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც პარლამენტის წევრებს თავს დაესხა - გია ვოლსკი 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ კახეთში მომხდარ დაპირისპირებებთან და ინციდენტებთან დაკავშირებით პასუხი, მხოლოდ კირკიტაძეს არ უნდა მოეთხოვოს.

„არა მარტო კირკიტაძეს, მე მგონი, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც 4 ქალბატონს, პარლამენტის წევრს თავს დაესხა და უკიდურესად ბინძური სიტყვებით მიაყენეს შეურაცხყოფა,“-ამბობს კია ვოლსკი.

ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა გუშინ საგარეჯოში დააკავეს. მას ბრალი დაკავებისას ადგილზევე გააცნეს. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბრალად სსკ-ს 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კირკიტაძის დაკავება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. 

ოპოზიცია პოლიტიკურ შურისძიებასა და ანგარიშსწორებაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები