19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ზურაბიშვილი არც ამბასადორიალზე მივიდა - მინისტრები ამბობენ, რომ პრეზიდენტს არ სცალია

ამბასადორიალი 2018 გაიხსნა - დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით ღონისძიებას ამჯერად პარლამენტი მასპინძლობს. მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში იმსჯელებენ საქართველოს მთავარ გამოწვევებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ პრესრელიზში ეწერა, რომ სიტყვით გამომსვლელებს შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო , თუმცა მედიის წარმომადგენლებს დილით დღის წესრიგი უკვე შეცვლილი დახვდათ.

მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უნდა დასწრებოდა ამბასადორიალს თუმცა, მან ადმინისტრაციული საქმეების გამო ვერ მოიცალა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შესახვედრად.

„ქალბატონ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი, ის აქტიურად მუშაობს საკუთარი გუნდის აპარატის ფორმირებაზე. ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვართ არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მომავალში დიპლომატებთან მოხდეს შეხვედრა. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია ამ საერთო ხედვებზე ვიმუშავებთ მომავალში,“-ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ჯანდაცვის მინისტრის ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადებიდან ცოტა დრო გავიდა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული.

დღის ამბები