საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობა-ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ძირეული რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს. კომისიისთვის მიუღებელია პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა. არსებული სტრუქტურა მათი შეფასებით, სისტემის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებასაც ხელს უშლის.
ვენეციის კომისია საპროკურორო საბჭოს ფუნქციების გაზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა მათი ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული და კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ.