რამდენიმე საათში გაირკვევა, რა სასჯელი დაეკისრება დავით კირკიტაძეს. გურჯაანის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა კირკიტაძისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო იმ 27 დეპუტატის პოზიციას, რომლებიც დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან, დღეს გახდება ცნობილი. რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება.
"პროკურატურა შუამდგომლობს დავით კირკიტაძის მიმართ სერცეული იქნას აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, ჩვენ მიგვაჩნია რომ აღნიშნული შუამდგომლობა სამართლებრივი თვალსაზრისით არის დაუსაბუთებელი, უკანონო,"-აცხადებს კირკიტაძის ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი.
დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.