დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მსჯელობა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ფიქრობენ რომ მათი თანამებრძოლი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში კი ოპოზიცია საპროტესტო აქციებს განაახლებს. დღეს გურჯაანში ოპოზიცის აქციის პარალელურად ადგილზე საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული და აღკვეთილი იქნება კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
"გვაქვს შერჩევითი სამართალი და სასამართლო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი და არ არის კანონის და სამართლიანობის გარანტი ამ ქვეყანაში ქვეყანაში,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი კი სასამართლო პროცესის დილას ჩანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სწორედ იმ მიზნით მოხდა, რომ აქციაზე ხალხი არ შეკრებილიყო, თუმცა მისი თქმით, დღეს კირკიტაძის მხარდასაჭერად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, კიდევ უფრო მეტი ხალხი მივა.