19 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
დმანისში, არჩევნების შესაძლო გამყალბებლების შესახებ "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ცესკო-მ პროკურატურას მიმართა

მას შემდეგ, რაც "კურიერმა" არჩევნების შესაძლო გამყალბებლების ნაწილის იდენტიფიცირება მოახდინა, ახლა უმძიმესი ფაქტები პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. ამ მიზნით ცესკო-მ თადუმაძის უწყებას უკვე მიმართა. საგამოძიებო უწყებაში კი განმარტეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაზე რეაგირებას მოახდენენ, მაგრამ პროკურატურაში არ დაუკონკრეტებიათ როდის მოხდება ეს.

"კურიერმა" კი გაარკვია, რომ დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების სავარაუდო გაყალბებაში კომისიის წევრები: მარიამ ნიგურიანი და ცისანა ადუაშვილი მონაწილეობდნენ. დეტალების დასადგენად "კურიერი" მათთან დმანისში ჩავიდა, თუმცა ოჯახის წევრებმა კითხვების ადრესატები გადამალეს, თავად კი გადამღები ჯგუფს აგრესიულად დახვდნენ.

დღის ამბები