19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი მეორე ვადით შესაძლოა, ისევ თამარ ჟვანიამ დაიკავოს

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი მეორე ვადით შესაძლოა, ისევ თამარ ჟვანიამ დაიკავოს. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" ჟვანიას მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობა დაუფასა და უფლება მისცა ისევ 5 წლით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დარჩეს. თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ცესკო-ს წევრი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჟვანია არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამის დასტური კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც არაერთი სერიოზული სახის დარღვევა გამოვლინდა.

"ხელისუფლებას აწყობს ზუსტად ისეთი თავმჯდომარე, რომელიც მის დავალებებს შეასრულებს,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,” დავით კირთაძე. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ”ევროპული საქართველოდან” დავით გურგენიძე, თამარ ჟვანიას საქმიანობის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ არაერთი კითხვა გაჩნდება. 

"დანაშაულები თუ დადასტურდება, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, დადასტურების შემთხვევაში, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იქნება რა თქმა უნდა,"-აცხადებს დავით გურგენიძე. 

დღის ამბები