19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ბრიფინგს გამართავს - არასამთავრობოები კონსკულტაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, თამარ ჟვანია ოფიციალურად საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე აღარ არის. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია კი დღეს ამ საკითხზე ბრიფინგს გამართავს, თუმცა პრესსამსახური წინასწარ არ აკონკრეტებს ინფორმაციას იმის შესახებ, რას უკავშირდება საპარალამენტო მდივნის განცხადება. შესაბამისად გაუგებარია, პრეზიდენტის წარმომადგენელი შესთავაზებს თუ არა კონსულტაციებს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევის მიზნით არასამთავრობო სექტორს, თუ პირდაპირ მოხდება მის მიერ სამი კანდიდატის დასახელება. აქამდე არსებული პრაქტიკით სწორედ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შედეგად ხდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კანდიდატების შერჩევა და ცესკო-სთვის წარდგენა. ჟვანიას პარალელურად ვადა ეწურება მის მოადგილეს გიორგი შარაბიძესაც.

დღის ამბები