საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს სადეპუტატო მანდატი ოფიციალურად შეუჩერდება. გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
საკითხს დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. დღეიდან პრეზიდენტს დეპუტატის იმუნიტეტი აღარ ექნება.
„საპროცედურო კომიტეტი ამზადებს შესაბამის პროექტს, ამას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტი შეწყვეტს მის სადეპუტატო უფლებამოსილებას,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.