19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
უშიშროების საბჭოს უსაფრთხოების საბჭო ცვლის - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 

უშიშროების საბჭო პრეზიდენტის დაქვემდებარებაში აღარ იქნება და მისი ფუნქცია შეიცვლება. ახალი კანონპროექტის მიხედვით შეიქმნება უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება.

ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილებები რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან უკვე დიდი ხანია ეს საბჭო უფუნქციოდ არის დარჩენილი. ეს კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს.

„არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ვის დაქვემდებარებაში იქნება უშიშროების საბჭო. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არის პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული მანდატი და რომელიც საკუთარ ჯარს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აბრალებს, პირდაპირ რუსულ ნარატივთან ერთიანობაში. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც რეალურად პრემიერ-მინისტრი არ არის და მას ჰყავს უფროსი ბიძინა ივანიშვილის სახით,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

საბჭოს შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.

„ეს არის საბჭო, რომელიც კოორდინაციას გაუკეთებს ძალოვან უწყებებს, რომ მათ იმუშაონ იმისთვის, რომ მოამზადოს გადაწყვეტილებები მთავრობის მეთაურისთვის და რეკომენდაციის სახე ჰქონდეს მათ გადაწყვეტილებებს. ეს იყო ის თემა, რომელსაც როგორც შიგნით, პარლამენტიც და მთავრობაც მიიჩნევდა, რომ არის მნიშვნელოვანი,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია.

დღის ამბები