საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდეს.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
"მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა იწურება. ამიტომ შესაძლოა გამოძიება შეწყდეს. ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით, ზვიად გამსახურდიას შვილები თითქმის ერთი კვირაა, მთავარი პროკურატურის შენობაში შიმშილობენ.
პრეზიდენტის განცხადებას ზვიად გამსახურდიას შვილები გამოეხმაურნენ.
„სანამ შედეგი არ იქნება მე უბრალოდ მოწოდებებზე და მოძრაობებზე ვერ დავეყრდნობი მართალი, რომ გითხრათ. ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ ოფიციალურად არავინ შეგვხმიანებია. არაფერი სერიოზული რაზეც შეიძლ მოამზადეს უკვე ცვლილების კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მკვლელობისა და პოლიტიკური ნიშნით თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო მკვლელობის საქმეებისთვის ხანდაზმულობის ვადის მოხსნას, რომ საერთოდ უვადო იყო,“ - ცოტნე გამსახურდია.