ზაზა ბერიკაშვილი 16 დეკემბერს, თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას სამსახურეობრივ ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბერიკაშვილი წარმოშობით სოფელ ზემო გურჯაანიდან არის, თუმცა წლებია თბილისში ცხოვრობს. სოფელში იმყოფება მისი დედინაცვალი, რომელთანაც ბერიკაშვილი ბოლოს 18 დეკემბერს იმყოფებოდა.
ლუიზა ბერიკაშვილი პოლიციამ უკვე გამოკითხა. მისივე თქმით, მასთან გერი იშვიათად ჩადის. როგორც ბერიკაშვილის დედინაცვალი ამბობს, მამაკაცს თავზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ის საკუთარ ქცევას ვერ აკონტროლებს.
ზაზა ბერიკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაიმართება.