ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელებას პირველი პრეზიდენტის შვილები ეხმაურებიან. პარლამენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გამსახურდიები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
ზვიად გამსახურდიას შვილები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება აპირებს, რომ 5 წლის განმავლობაში აპირებს, რომ იგივე რეჟიმში გაგრძელდეს საქმის გამოძიება, ჯობია საქმე დაიხუროს.
„ეს საკმარისი არ არის. უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, არანაირად არ შეიძლება საქმე გაგრძელდეს ისე, როგორ აქამდე იყო, ამაზე უნდა დაწესდეს როგორც საზოგადოებრივი კონტროლი, ისე კონტროლი ხელისუფლების მხრიდან,“- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
პირველი პრეზიდენტის შვილები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმაც მოინახულა.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დადგინდეს მისი სიკვდილის დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული. მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა ვანახოთ კონკრეტული დამოკიდებულება ასეთ საკითხებთან მიმართებაში,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.