დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა მძიმე დანაშაულების გამოძიების ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გახანგრძლივება იქნება - სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ცვლილება საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიების გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. ოპოზიცია სიახლის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მომხდარის რეალური გამოძიება მაინც არ მოხდება. პარალელურად, დღესვე ამავე საქმის განსახილველად კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს გენერალური პროკურორი შეხვდება.