19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ

უმრავლესობის წვერი ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ. იგი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებამდე, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს.

გოგიჩაიშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ მურუსიძეს უვადო მოსამართლეობის მორალური უფლება ჰქონდეს.  

"მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი პლიუს პროფესიონალიზმი, მე არ ვფიქრობ რომ მორალურ კრიტერიუმს დღეს მურუსიძე და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ადეიშვილის მოსამართლეები აკმაყოფილებენ იმისთვის რომ ისინი გახდნენ უვადოდ მოსამართლეები,"-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის ექვს მსურველთან გასაუბრება, რომელთა შორის მურუსიძეც არის, გასაუბრება დღეს არის ჩანიშნული. მანამდე კი პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე წარდგენილი 10 კაციანი სია არ დაამტკიცა, რომელშიც მიხეილ ჩინჩალაძეც შედიოდა. საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. 

დღის ამბები