სამეგრელო ზემო -სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
გამოძიება ყოფილი გუბერნატორის მიმართ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებაზე მიმდინარეობს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქემ 10 000 დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.
ლევან შონიას შემდეგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს ჩაინიშნა.