19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ახალი დაპირისპირება უმრავლესობაში - "ვანო ზარდიაშვილს ამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდი:" ბესელია

"ვანო ზარდიაშვილს ამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდი" - ეს განცხადება ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ახსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მან პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც გადადგომის შესახებ ვანო ზარდიაშვილის განცხადება მიიღო. 

ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება და განმარტა, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ. მისივე თქმით ეს პიროვნებები განიხილავდნენ არამხოლოდ მისი ოჯახის წევრების საკითხს, არამედ ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობლების საქმეებსაც. 

„მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადაგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე და ამ განცხადების შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადაგომის თაობაზე. სპეკულცია რომ გამოირიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი სამართლიანად და კანონის, პროცედურის დაცვით უნდა წარიმართოს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები