19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"უტიფრობა, უსინდისობა, ფარისევლობა" - ოპოზიცია ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ივანიშვილის გადაწყვეტილებას უწოდებს 

ოპოზიცია ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად უწოდებს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სურს, რომ სასამართლო სისტემას მართავდნენ არა დამოუკიდებელი მოსამართლეები, არამედ ისეთები, ვინც მასთან მონურ მორჩილებაში იქნებიან.  ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ასეთია სწორედ ლევან მურუსიძე.

„მურუსიძე, რომლის გამართლებასაც ახლა სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, იყო მოსამართლე გირგვლიანის საქმეზე და ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში იყვნენ, აკრიტიკებდნენ ზუსტად ამ მურუსიძეს და საკმაოდ სამართლიანად. ახლა მურუსიძე მათი ხელისუფლების პირობებში წარმატებით აღზევდა. ამაზე მეტი უტიფრობა, უსინდისობა და ფარისევლობა, რაც მოხდა მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით, ძნელი წარმოსადგენია,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაცემულ პასუხს უწოდებენ „ევროპულ საქართველოში“.

ოთარ კახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების სიის განხილვა გადადო, საბჭომ მურუსიძე უვადოდ გაამწესა. კახიძე თვლის, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ მურუსიძის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები