19 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
საუდის არაბეთიდან გაქცეულ 18 წლის გოგოს გაერომ დევნილის სტატუსი მიანიჭა

საუდის არაბეთიდან გაქცეულ 18 წლის გოგოს გაერომ დევნილის სტატუსი მიანიჭა. რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი უკვე რამდენიმე დღეა ტაილანდში იმყოფება. თავდაპირველად ის აეროპორტის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ის ამბობდა, რომ ისლამი უარყო, რისთვის ოჯახის წევრები მოკლავდნენ.

გაეროს დევნილთა სააგენტო გოგონას საქმეში ჩაერთო და დევნილის ლეგალური სტატუსიც მიანიჭა. 18 წლის ქუნუნს საცხოვრებლად ავსტრალიაში გაგზავნიან. მის სანახავად ტაილანდში ძმა და მამა ჩავიდნენ. მაგრამ მათთან შეხვედრაზე გოგონამ უარი განაცხადა.

დღის ამბები