18 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
თავდასხმა ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე - ჩამსხვრეულია შუშები 

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი გატეხეს. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბანკიდან დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ მოასწრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები