18 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია

დოდო გუგეშაშვილის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს, დღეს 34 წელი შეუსრულდებოდა. პატივის მისაგებად მისმა მეგობრებმა და მოტომბროლელებმა თბილისის ქუჩებში პერფორმანსი მოაწყვეს.

ცნობილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის, ვაჟი გასულ წელს საკუთარ ბინაში მოკლეს. საგამოძიებო უწყებას დღემდე არ დაუდგენია, ვინ ჩაიდინა საზარელი მკვლელობა.

„შემკვეთებს და შემსრულებლებს, ვინც ჩემი ვაჟი ამ ქვეყნიდან გაუშვა სასუფეველში, ისინი, ჯერჯერობით, არ არიან დაპატიმრებულები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვიპოვი,“ - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

მხედრიონის ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ თავდასხმა, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, რეალურად მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი და მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს.

დღის ამბები