19 მაისი 2024,   20:20
ვრცლად
„მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში არსებობენ მხარეები" - თეა წულუკიანი დაპირისპირებაზე 

„მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში არიან მხარეები,“ - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა მმართველ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას. მინისტრმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

თეა წულუკიანის თქმით, უმრავლესობაში არ არსებობენ მხარეები და დეპუტატებს ყველა საკითხზე ერთსულოვანი დამოკიდებულება აქვთ. მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდის ყველა წევრი  მოსამართლეთა 10 კაციან სადავო სიასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შერჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. 

„მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში არსებობენ მხარეები. უმრავლესობაში, მე ვიცი, ერთი პოზიციაა, რომელიც არის როგორც ქალბატონი ეკას პოზიცია, ასევე ბატონი ირაკლის, ასევე ყველა იმ დეპუტატის, რომელიც მედიაში ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებია, მაგრამ მე მათთან მე მქონდა კოლეგიალური საუბარი და რეალურად, არ შემხვედრია უმრავლესობაში დეპუტატი, რომელიც არ აფიქსირებს ერთი და იმავე აზრს და ეს აზრი არის ერთსულოვანი, რომ კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ სიას ვერ ეყრებოდა კენჭი, იმიტომ რომ ის იყო ნაჩქარევად შედგენილი და რომ პროცესი უნდა გადასულიყო პოზიტიურ, ჯანსაღ და გამჭვირვალე ფაზაში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

​​

დღის ამბები