13 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

გერმანიის ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნებს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსი მიენიჭება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 509 დეპუტატმა დაუჭირა 138-ის წინააღმდეგ.

„აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობა. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება.
თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანოპროექტზე, ჯერ ცნობილი არ არის. კენჭისყრამდე დაგეგმილია ბუნდესრატში პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დღის ამბები