03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეებს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს

ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტებმა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, თენგიზ გუნავას და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლეს.

ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ამ საქმეების წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების და პრობლემების იდენტიფიცირება. დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - მიაღწიოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, რაც ორგანიზაციას უჩენს ეჭვს პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.

დღის ამბები