18 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
მორალური თვალსაზრისით არის მიუღებელი - ცქიტიშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებაზე

„პოლიტიკური შეფასება და ისედაც ადამიანური, მორალური თვალსაზრისით არის სრულიად მიუღებელი, ამას ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება უნდა აღვუდგეთ წინ,“- ასე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების სოციალურ ქსელში შესაძლო გავრცელებას.

ვიცე-პრემიერის თქმით, პირადი ცხოვრების ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

„ეს დრო მე დარწმუნებული ვარ, დავასრულეთ. ვიცი რომ გუშინვე დაიწყო გამოძიება და უკვე გამოკითხვა მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალოვანი ორგანოები სრულ ძალისხმევას ჩადებენ, რომ ეს პრობლემა იყოს აღმოფხვრილი,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ კადრები სოციალურ ქსელში, მისმა ოჯახის წევრმა ნახა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.  სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს დავით ჭიჭინაძე და მისი რძალი. 

საგანგებო განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც. მან "ქართულ ოცნებას" მიმართა. ეკა ბესელია მასთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებს ღია წერილით ბრძოლას საჯაროდ უცხადებს.

დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება სწორედ "ქართული ოცნების" რიგებიდანაა ორკესტრირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები