19 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
ანგელა მერკელს ამერიკელი სენატორის, უილიამ ფულბრაიტის სახელობის პრემია გადაეცა

ანგელა მერკელს ამერიკელი სენატორის, უილიამ ფულბრაიტის სახელობის პრემია გადაეცა.

გერმანიის კანცლერი საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და გლობალურ კრიზისების დაძლევაზე მუშაობისთვის დააჯილდოვეს. ცერემონია ბერლინში გაიმართა. ჯილდო კანცლერს CNN-ის ჟურნალისტმა - კრისტიან ამანპურმა გადასცა, რის შემდეგაც საპატიო პრემიის მფლობელმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

ანგელა მერკელმა გერმანიაში პოპულიზმის და ნაციონალიზმის მზარდ საფრთხეზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. ანგელა მერკელი პირველი გერმანელი გახდა, რომელსაც ფულბრაიტის პრემია გადაეცა. ჯილდოს ლაურეატები არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ვაცლავ ჰაველი.

დღის ამბები