19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
"სპეკულაციური მესიჯი, რომელიც ვრცელდება ხოლმე ოპონენტების მხრიდან" - კობახიძე ზარდიაშვილის და მოსამართლეების ფარულ შეხვედრაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მოსამართლეებთან ფარულ შეხვედრის  ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას, პარლამენტის თავმჯდომარე სპეკულაციას უწოდებს. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, პარლამენტის შენობის წინ მდებარე სკვერში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო კი "ტაბულას" ჟურნალისტმა გადაიღო. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო კერძო შეხვედრა და ოპოზიცია ფაქტის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანას ცდილობს. 

"ეს არის მესიჯი, სპეკულაციური მესიჯი, რომელიც ვრცელდება ხოლმე ოპონენტების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი არ აქვს საერთო. რაც შეეხება კერძო შეხვედრას, თვითონ ამ შეხვედრის მონაწილეები გაცემენ ალბათ პასუხს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

თანაგუნდელის და მოსამართლეების ფარულ აუდიენციაზე საუბარი არ სურს დეპუტატ დავით მათიკაშვილს

„მე ვერ გეტყვით ვერანაირ შეხვედრაზე, მართლა არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და როცა არ მაქვს ინფორმაცია რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვერ გეტყვით. თქვენ შეხვედრაზე მკითხეთ და შეხვედრაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა

დღის ამბები