19 მაისი 2024,   05:40
ვრცლად
ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეძლონ დიალოგი - ხათუნა სამნიძე NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, NDI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკური სპექტრი მკვეთრად პოლარიზებულია და ოპოზიციის გაერთიანების საჭიროება დგას.

„გამოკითხულთა უმრავლესობას უნდობლობა აქვს პოლიტიკური პარტიების მიმართ, დადასტურდა რომ ძალიან პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება, მრავალფეროვნების თვალსაზრისით პრობლემაა.

ეს განაპირობა იმან, რომ ხელისუფლება წლების მანძილზე  ყველა არჩევნებზე მტრის ხატზე აგებს არჩევნებს  და პოლარიზებას ახდენს,“-ამბობს სამნიძე.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? -  NDI – ის გამოკითხულთა უმრავლესობას კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. რესპონდენტთა 27% ამბობს, რომ არ იცის ვის დაუჭერდა მხარს.

გამოკითხულთა 24% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. 11% „ნაციონალურ მოძრაობას,“ არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს 14% და ასევე 14% უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე. გამოკითხულთა 3% კი მხარს „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭერდა.  

დღის ამბები