03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, საჯარო დებატები გაიმართა.

შეხვედრა ევროსაბჭოს კონვენციის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის განხორციელებას და მონიტორინგს ეხებოდა.

შეხვედრის მიზანი ღია დისკუსიის ორგანიზება და კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის სამომავლო გზის განხილვაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, გამომდინარე იმ რთული მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია ძალადობის კუთხით, მნიშვნელოვანია დაჩქარებული ტემპებით ამ კონვენციის რატიფიცირება.
ამ თემაზე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველის სოფო ჯაფარიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან პრაქტიკული, რომ ჩამოვყალიბებულიყავით, რამდენად არის სახელმწიფო მზად იმისთვის, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ ამ კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია მოხდეს,” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები