19 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება. დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე ხვალ დედაქალაქში შეიკრიბებიან, დღეს კი ბიუროს სხდომა გაიმართება.

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე გეგმავს საუბარს. რეგისტრაციის შემდეგ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და ოპოზიციას ხელმოწერების შესაგროვებლად საჭირო ბლანკები გადაეცემა.

საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლა იქნება საორგანიზაციო საბჭოს დღევანდელი შეკრების მიზეზიც. 25-მდე ოპოზიციური პარტია იმ გზებს განიხილავენ თუ როგორ დაითანხმონ ხელისუფლება მათ წინადადებას დათანხმდენ.

„უნდა შეიცვალოს ქვეყანაში საარჩევნო სისტემა. ის მანკიერი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელს უწყობს გაყალბებას, ხელს უწყობს არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას. ამის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა იქნება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც 2024 წელს არის გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. დავიწყებთ სულ მალე ხელმოწერებს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ოპოზიციის მოთხოვნას პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მცდელობას უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

დღის ამბები