19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ცხინვალიდან გათავისუფლებული სასულიერო პირი შიდა ქართლის პოლიციაში დაკითხეს

ცხინვალიდან გათავისუფლებული სასულიერო პირის გამოკითხვის პროცესი შიდა ქართლის პოლიციაში გვიანობამდე გაგრძელდა. მამა დავით დურგლიშვილი სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან 2 დღის წინ დააკავეს. ქართულ მხარეს ის ერგნეთში დღის ბოლოს გადასცეს.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა მოახერხეს.

დღის ამბები