19 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ამ ხელისუფლების არ მჯერა, ეს არის კრიმინალების ბრბო - მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დეპუტატების სახელზე დღეს პარლამენტში წერილის მიტანას აპირებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კანონმდებლებს მიმართავს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს ერთი წლის წინ, პანკისში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის დეტალები, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა და დადგეს დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„მე ნაკლებად მაქვს იმედი შეეცდებიან, რომ არ შეიქმნას ეს კომისია ამ ხელისუფლების მე საერთოდ არ მჯერა, მე კი არა ქვეყნის 80%-ს არ სჯერა. ეს არის კრიმინალების ბრბო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რომ ეს ბავშვი არის უდანაშაულო,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები