19 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
თუ ასე ისმება საკითხი, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს - გედევან ფოფხაძე

გადამწყვეტი შეხვედრა მმართველ გუნდში - უკვე ერთი საათია "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში, უმრავლესობის წევრები, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან.

პოლიტიკური კრიზისი, მმართველ პარტიაში დღეს შესაძლოა უმრავლესობის წევრების გარიცხვით, ან მათი წასვლით დასრულდეს.

ეს დამოკიდებული იქნება გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, ვის დაუჭერს მხარს პარტიის თავმჯდომარე - თანაგუნდელებს, თუ დაპირისპირების მიზეზად ქცეულ მოსამართლეებს.

შეხვედრას ე.წ. ამბოხებული დეპუტატებიც ესწრებიან. გედევან ფოფხაძე ამბობს,რომ ის შეხვედრას ერთადერთი მიზეზით ესწრება - მას არ უნდა ვინმემ იფიქროს, რომ დიალოგს გაურბის. 

"გულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა, მაგრამ მე არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ გავურბივართ დიალოგს და გავურბივართ საუბარს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დღესაც დავაფიქსირებთ მე პირადად, რაც მგონია რომ სწორია დავაფიქსირებ, მგონია პრინციპული ის, რომ არ გადავუხვიოთ მიზანს და ვიფიქროთ იმაზე, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ არჩეული უზენაეს სასამართლოში. თუ ასე ისმება საკითხი, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს,“ - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები