19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურორი არ იყო საქმის კურსში" - ზაზა სარალიძემ პროკურატურა დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, გენერალურ პროკურორს შეხვდა. ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მისი განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შეხვედრა შედგება ყველა იმ საქმის  პროკურორთან, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ასევე მისი შვილის საქმეს იძიებს.

მისივე განცხადებით, შალვა თადუმაძეს საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სარალიძე ამბობს, რომ გენერალურმა პროკურორმა არ იცის ის პრეტენზიები, რომელიც მას საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით აქვს. 

„დამრჩა შთაბეჭდილებარომ ის პროკურორები, რომელი პროკუპრორებიც წარმართავენ ჩემი შვილის სამეს, ან ჩემს საქმეს  არ აწვდიან სწორ ინფორმაციას მთავარი პროკურორს, ეს ხდება სწორედ იმ პროკურორებისგან, ვინც თავიდან იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში.  ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით ისევ, კონკრეტულად იმ პროკურორებთან ერთად ვინც წარმართავს ნებისმიერ ამ საქმეს.  

თადუმაძემ მითხრა, რომ იმ დეტალებს რაზეც მე პრეტენზია მქონდა შეისწავლის თავად და შემდეგ მასთან ერთად მე დავუსვამ კითხვებს პროკურორებს,"- ამბობს სარალიძე. 

სარალიძე და მისი უფლებადამცველები არ აკონკრეტებენ იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც მათ მთავარ პროკურორთან საუბარი ჰქონდათ. ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს,რომ სამშაბათს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი საკითხი გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები