03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ხარვეზები მართლმსაჯულებასა და გამოხატვის თავისუფლებაში - "საია" გაეროში სპეციალურ ანგარიშს აგზავნის

მართლმსაჯულება, გამოხატვის თავისუფლება, ჯანდაცვის სფერო და შრომითი უფლებები. ამ მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზეა საუბარი იმ ანგარიშში, რომელიც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაეროს გადაუგზავნა. დოკუმენტი 2010-2014 წლების პერიოდს მოიცავს.

საიას შეფასებით, განსაკუთრებული დარღვევებია გამოვლენილი მართლმსაჯულების კუთხით. საუბარია ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, უვადო პატიმრების საქმეებზე, რომლებსაც არ განიხილავენ პერიოდულად, ასევე საქმეების არაეფექტურ გამოძიებაზე ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.

ანგარიშში მოხვდა 2007-2009  წლებში ჟურანლსიტთა უფლებების დარღვევის ფაქტებიც. დოკუმენტის განხილვის შემდეგ გაეროში საქართველოსთვის გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

დღის ამბები