03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
მოსახლეობის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ შემცირებულია - IRI-ის კვლევის შედეგები

IRI-ს კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ შემცირებულია.

პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოკითხულთა 51 პროცენტი ენდობა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, 13 პროცენტით ნაკლებია. ასევე 19 პროცენტითაა დაკლებული ნდობა პარლამენტის მიმართ. საკანონმდებლო ორგანოს მსგავსად, ნდობა შემცირებულია მთავარი პროკურატურის მიმართაც. თუ წინა კვლევებში საგამოძიებო უწყებას მოსახლეობის 50 პროცენტი ენდობოდა, ახალ მონაცემებში მას საზოგადოების 36 პროცენტი ენდობა. მოქალაქეების ნდობა პოლიციის მიმართ 82-დან 65 პროცენტამდეა შემცირებული.

IRI-ის კვლევებით, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან საზოგადოების ყველაზე დიდი ნდობა - 87% ჯარს აქვს. 

ასევე გამოკითხულთა 55%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. კიდევ უფრო მეტი - 62 პროცენტი კი ამბობს, რომ ბოლო ორ თვეში მისი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საზოგადოების უმეტესობა ერთსულოვანია საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით. მოსახლეობის 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ევროკავშირის წევრობას კი 85.

ამავე თემაზე
დღის ამბები