17 ივნისი 2024,   15:56
ვრცლად
გურამიშვილის ქუჩაზე მოსახლეობა კიდევ ერთი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მშენებლობისთვის ისედაც გადატვირთული და კომპაქტურად დასახლებული უბანია შერჩეული. კორპუსი კი პირდაპირ სკვერის ადგილას შენდება.

18-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიამ ნებართვა უკვე გასცა.

„ადრე მოვითხოვეთ სკვერის გაკეთება აქ, უარი გვითხრა მერიამ, ნაყარი მიწააო... ახლა ნებართვა გაუციათ, გაუყიდიათ ეს ადგილი. აქ კორპუსი უნდა ჩამოგვიფარონ, აქედან კორპუსი რომ ჩამოეფარება, თითო ოჯახში 4-5 ბავშვი იზრდება, სად უნდა წავიდეთ, სად დავეტევით,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქი „ბეტონის ჯუნგლებს“ დაემსგავსა.

გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და აქციის გაგრძელებას აანონსებენ.

დღის ამბები