19 მაისი 2024,   20:20
ვრცლად
სუიციდის მცდელობა ციხეში - პატიმარმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, თავის მოკვლა სცადა

სუიციდის მცდელობა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში-პატიმარმა შოთა შანიძემ თვითმკვლელობა სცადა. ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მსჯავრდებულის შესახებ რეპორტაჟი "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ მოამზადა, სადაც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ პატიმარი უარს ამბობდა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. მან მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას საკნიდან გაატანინა პირადი მოხმარების ნივთებიც. ის, 4 წლის წინ, გეგუთის ციხეში ცემით მოკლული მსჯავრდებულის - გიგა ფარტენაძის საქმეზე გასამართლებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთია, თუმცა პროტესტის რადიკალური ფორმით ამ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ გეგუთის საპატიმროში არავინ უცემია.

პატიმრის დედა ნატო შანიძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მან დილით გაიგო.  

"დარეკეს დილით, რომ თავი ჩამოიხრჩოო. შეკითხვაზე ცოცხალია თუ არა, ინგოროყვას კლინიკაში არის გადაყვანილიო. ვკითხეთ, რომ როდის და მითხრეს რომ გუშინ 10:00 საათზე. არის ძალიან მძიმე, მართვით სუნთქვაზე ჰყავთ. არ ვიცით გადაგვირჩება თუ არა,“-განაცხადა პატიმრის დედამ.  

პატიმრის ადვბოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუიციდის მცდელობა რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა.

დღის ამბები