03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
გარდაცვლილი მელოგინე და პროტესტი სამშობიარო სახლთან - ბათუმში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

უკვე ორი საათია ბათუმში გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, ბათუმის სამშობიარო სახლთან 29 წლის მაია ვერძაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.

ვერძაძე დღეს დილით, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ახლობლები სამშობიარო სახლის ექიმებს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ორსული ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში მაღალი წნევის გამო რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ახლობლების თქმით, მათი თხოვნის მიუხედავად, მას საკეისრო კვეთა არ გაუკეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი პაციენტს 2 ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალშობილი მკვდარი დაიბადა, ქალს კი საშვილოსნო ამოკვეთეს და მძიმე მდგომარეობაში სამშობიარო სახლიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები